2021 წლის ტოპ სამი კრიპტოვალუტა


დღეს ვისაუბრებთ იმ კრიპტოვალუტების შესახებ, რომლებიც 2021 წელს ბაზრის სათავეში მოექცნენ. თუ 2021-ში ამ მიმართულებით ინვესტირებას გეგმავ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ წელს სამი კრიპტოვალუტა ლიდერობს და ესენია: ბიტკოინი, ლაითკოინი და ეთერიუმი.

ბიტკოინი

ალბათ ბიტკოინის შესახებ სიახლეებს ისედაც მოკრავდით ყურს. ბიტკოინის კაპიტალიზაციამ FACEBOOK-სა და "ტესლას" გადაუსწრო და 900 მილიონ დოლარს მიუახლოვდა, შედეგად კი ბიტკოინი მსოფლიოში ყველაზე ღირებულ აქტივად იქცა. ამ სიახლის შედეგად კრიპტოვალუტის კურსი წინსვლას განაგრძობს. უახლესი ცნობების მიხედვით ბიტკოინი (BTC) ბოლო ერთ კვირაში 14%-ით გაიზარდა. როგორც Evercore ISI-ს სტრატეგისტი, რიჩ როსი მიიჩნევს, ბიტკოინს საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს $75,000-იან ნიშნულამდე მისაღწევად. ციფრულმა ვალუტამ გასული წლის განმავლობაში თითქმის 600%-იანი ზრდა აჩვენა.

ამასთან ერთად, ორშაბათს, NYDIG-მა განაცხადა, რომ მის პლატფორმაზე საპენსიო, უძრავი ქონების თუ უბედური შემთხვევების მზღვეველებს 1 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვთ ბიტკოინში.


ეთერიუმი

ბიტკოინი ერთადერთი კრიპტოვალუტა არაა, რომლის ფასმაც სწრაფი აღმასვლა განიცადა, ცვლილებები განიცადეს ასევე Ethereum-მა და Litecoin-მაც.

წლების განმავლობაში, ეთერიუმი (ETH) სტაბილურად რჩება ტოპ 10 კრიპტოვალუტებს შორის და მყარად იკავებს ბაზარზე #2 კრიპტოვალუტის სტატუსს. როგორც სხვადასხვა ექსპერტები ვარაუდობენ, ეთერიუმის (ETH) ღირებულება წლის ბოლომდე თავისუფლად მიაღწევს $3,802-დან $4,568-მდე.


ლაითკოინი

ლაითკოინი 84 მილიონს შეადგენს. მისი მარაგი ლიმიტირებულია, შესაბამისად ადამიანები, ვინ მისი მაინინგით არიან დაკავებულები მცირე დროში ახერხებენ ლაითკოინის დიდი რაოდენობით მოპოვებას.

2021 წელს ლაითკოინი (LTC) მაინც ერთ-ერთი საუკეთესო კრიპტოვალუტაა. შესაძლოა იგი ტექნიკურად ყველაზე გამართული არ იყოს, მაგრამ, ექსპერტების თქმით, მას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია სამომავლოდ.

Comments

Popular posts from this blog

სამი მიზეზი, თუ რატომ არის კრიპტოვალუტა ფულადი სამყაროს მომავალი

nGEL - სტაბილური კრიპტოვალუტა