როგორ ვწერთ?

ეს რჩევებია.

#1. სასურველია C# ფუნქციის ტანში არ იყოს 5 წერტილძიმეზე მეტი. პატარა და მუშა გვირჩევნია დიდს და მოუქნელს. 

#2.სასურველია C# ფუნქციას გადაეცეს მარტივი ტიპის ცვლადი, ობიექტის ცვლადი ან ობიექტის თვისება. სასურველია მოვერიდოთ ფუნქციის არგუმენტად ფუნქციის გამოძახების გადაცემას. მაგალითად, სასურველია GetCustomerById(5) ვიდრე GetCustomerById(GetCustomerByEmail("alber@camus.com").Id) 

#3. სასურველია if ოპერატორს გადაეცეს ერთი bool ტიპის ცვლადი. მაგალითად, 
bool isValid = invoice.DueDate <= DateTime.Now;
if(isValid == false) return; 

#4. სასურველია ამოცანის პირობაში არსებული ყოველი არსებითი სახელისთვის არსებობდეს შესაბამისი კლასი. ეს კლასი შესაძლოა იყოს partial class. 

 #5. სასურველია ლოკალური ცვლადის სახელი დავწეროთ camelCase სახით. https://en.m.wikipedia.org/wiki/Camel_case. მაგალითად, int customerName; 

 #6. სასურველია კლასის სახელი დაიწყოს დიდი ასოთო. შემდეგ camelCase. მაგალითად, public class CustomerPreference {} 

#7. სასურველია კლასის დონის ცვლადი დაიწყოს m ასოთი. მაგალითად, mCustomerAge

 #8. სასურველია ფუნქციის მიერ დასაბრენებელი ცვლადის სახელი იყოს result 

 #10. სასურველია API ფუნქციამ დააბრუნოს Transferable ნეიმსფეისში განსაზღვრული კლასის ობიექტი. წყარო 

 #11. სასურველია null მნიშვნელობა ცვლადს მივანიჭოთ მხოლოდ და მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ ცვლადის მნიშვნელობა არ ვიცით ან ცვლადის მნიშვნელობა არ შეიძლება არსებობდეს.

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

nGEL - სტაბილური კრიპტოვალუტა

nGEL: Stablecoin equal to 1 GEL